გერმანიაში სასამართლო შრომით საკითხებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ კანონი, რომელიც ავალდებულებს მასწავლებლებს, პოლიციელებს და სასამართლოს თანამშრომლებს თავი აარიდონ თავიანთი რელიგიის დემონსტრირებას, შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას.
გერმანიის ყველა 16 ფედერაციული ნაწილი, დამოუკიდებლად წყვეტს დაუშვას თუ არა მასწავლებლებისთვის ხიჯაბის ტარება. სამი წლის წინ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სრული აკრძალვა მათი ტარებისთვის, რელიგიის თავისუფლების მოტივით.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოზე ფარანჯის ტარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება, ხოლო ხიჯაბის ტარების გადაწყვეტილებას, რომელიც არ ფარავს სახეს, გერმანიის 16-ვე მიწის ხელისუფლება იღებს დამოუკიდებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თითოეულმა მიწამ მიიღო საკუთარი კანონი მუსულმანი მასწავლებლების მიმართ. წერს BBC.