ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ დაბრუნება „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სტიმული იქნება.
„შინაარსობრივად როგორი იქნება ყრილობა, ამას ხვალ გაიგებთ. ზოგადად, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ და მგონია, რომ პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამატებითი სტიმული.
ჩვენ დაგეგმილი გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იქნება სიახლეები პარტიის მუშაობაში. ვფიქრობ, ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო“, –განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, ყრილობა სამუშაო რეჟიმში ტარდება, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.