იტალიის პოლიციამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავა 14 ადამიანი, რომლებიც ისლამისტი მებრძოლების სწავლებაში არიან ეჭვმიტანილები.
"ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო პოლიციისა და საგადასახადო პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად ჩატარდა, დაკავებულია 14 ადამიანი, რომლებიც არიან ეჭვმიტანილები ისლამისტი მებრძოლების მომზადებისთვის“ - იუწყება ქვეყნის პოლიცია.
სამართალდამცავმა უწყებებმა ასევე ჩაატარეს ჩხრეკა 20 სახლში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულთა შორის არის - ოთხი სირიელი და მაროკოელი მებრძოლი. ისინი მიეკუთვნებიან რადიკალებს, რომლებიც დაჯგუფება „ჯებხათ ან-ნუსრასთან“ თანამშრომლობენ.