აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მოქმედი მერის, ტარონ მარგარიანის გადადგომას ითხოვენ, ერევანში ადმინისტრაციის შენობის წინ ქუჩა გადაკეტეს.
აქციაში, რომელიც ორგანიზაბული იყო სამოქალაქო ინიციატივით „უარი ტარონს“, მონაწილეობას რამდენიმე ათეული ადამიანი იღებს. მერის მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ მას არაეფექტურ მოღვაწეობაში და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულების ნაკლებობაში.
ქუჩაში, შეიქმნა საცობი, თუმცა პოლიცია მომიტინგეთა ქმედებებში არ ერევა.
ცნობისთვის, ერევნის მოქმედი მერი და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი - ტარონ მარგარიანი არის, 2007 წელს გარდაცვლილი სომხეთის ყოფილი პრემიერის - ანდრანიკ მარგარიანის შვილი. აღნიშნულ თანამდებობას ის 2011 წლიდან იკავებს.