თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სარა სანდერსმა კომენტარი გააკეთა ღამით მომხდარ კონფლიქტთან დაკავშორებით, რომელიც დაიწყო გოლონის სიმაღლეებიდან ისრაელსა და ირანულ ძალებს შორის.
Fox News-ის ცნობით, სანდერსმა განაცხადა, რომ „ისრაელს აქვს თავდაცვის სუვერენული უფლება. ჩვენ მის გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ“ .
მანამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ირანულმა ძალებმა „ალ კუდსიმ“ გაუშვა 20 რაკეტა ისრაელის ჯარის თავდაცვის წინა ხაზზე. რამდენიმე რაკეტა იქნა შეჩერებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ.
ცნობა გარდაცვლილების შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება.