აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნმა მაიკ პომპეომ გამართა „კარგი“ შეხვედრა კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო მოფრინავს ჩრდილოეთ კორეიდან სამ არაჩვეულებრივ ჯენტლმენთან ერთად, რომელთან შეხვედრასაც ყველა მოუთმენლად ელის. როგორც ჩანს ისინი თავს კარგად გრძნობენ. გარდა ამისა, შეხვედრა კიმ ჩენ ინთან „კარგი“ იყო“ - წერს ტრამპი თავის Twitter- ზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა. ეს უკვე პომპეოს მეორე ვიზიტია ამ ქვეყანაში.
ცნობისთვის, კორეის დემოკრატიულ სახალხო რესპუბლიკას დაკავებული ჰყავდა სამი ამერიკის მოქალაქე. უფრო ზუსტად, კორეული წარმომავლობის ამერიკელი მოქალაქე. მათ ბრალი დივერსიულ საქმიანობაში ედებოდათ.