ირანთან ნებისმიერმა ახალმა შეთანხმებამ აუცილებლად უნდა მოიცვას ირანის, ჩინეთის, რუსეთის და რეგიონის ქვეყნები, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ბორის ჯონსონმა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ აშშ გადის ირანის ბირთვული გარიგების შეთანხმებიდან. ირანთან სანქციების აღდგენას სჭირდება 90-დან 180 დღემდე. სწორედ ამ ვადაში ირანის პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში. განაცხადა აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ.
"გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა პირობა დადო, რომ იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ვიპოვოთ ირანის ბირთვული საფრთხის სრულფასოვანი და გრძელვადიანი გადაწყვეტა. მე არ მაქვს არანაირი პრობლემა ამ მხრივ, მაგრამ საკითხავია როგორ შეძლებს აშშ ამას“ - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას.
"ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია გამოვიდა ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმიდან მათ აქვთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აღწერონ თუ ზუსტად როგორ გეგმავს ვაშინგტონი ახალი შეთანხმების მიღწევას. რომელიც უპასუხებს ჩვენს საერთო შიშებს, რომელშიც აუცილებელია ჩაერთოს ირანი, ჩინეთი და რუსეთ, ასევე რეგიონის ქვეყნები. დიდი ბრიტანეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ ამოცანას, თუმცა ჩვენ შევეცდებით შევინარჩუნოთ წარმატება, რომელსაც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის წყალობით მივაღწიეთ“ - აღნიშნა მინისტრმა.