ოთხშაბათს, 9 მაისს, ტოკიოში გაიმართა შეხვედრა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ, ლი კეციანსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, მუნ ჩე ინს შორის.
როგორც აღმოჩნდა, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში პოლიტიკოსები შეთანხმდნენ მაქსიმალურად გაეუმჯობესებინათ სამ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ტოკიო, პეკინი და სეული პარტნიორები არიან.
"იაპონია, ჩინეთი და კორეა არიან პარტნიორები. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ განვითარებას", - იტყობინება სააგენტო Kyudo.