2019 წლის აგვისტოში ლონდონის საზღვაო ჭიშკარ გრინვიჩიდან სტარტს აიღებს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი საკრუიზო მოგზაურობა, რომელიც 245 დღეს გასტანს. მოგზაურობის ფარგლებში დაგეგმილია ყველა კონტინენტის მონახულება გარდა ანტარქტიდისა. მოგზაურობა 59 ქვეყნის 113 პორტში შესვლას ითვალისწინებს. როგორც The Daily Mail-ი წერს, ამ უნიკალური მოგზაურობის ღირებულება 90 ათას დოლარს შეადგენს. ყველაზე ძვირადღირებული ნომრის - კაიუტის Owner's Suite-ს ღირებულება 263 ათასი დოლარია, რომელიც უკვე დაჯავშნილია. მოგზაურობას ნორვეგიული ლაინერი Viking Sun განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ Viking Sun-თვის ეს მესამე მსოფლიო მოგზაურობაა, თუმცა ორჯერ ხანგრძლივი ვიდრე წინა ორი.