აშშ საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტების დროებით ჩაკეტვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
„აშშ-ი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში, ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით დაკეტოს. ეს შეზღუდვა ემთხვევა საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნას და წარმოადგენს გადაადგილების შეზღუდვას, ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
ამას გარდა, აშშ-ი მოითხოვს, რომ დე ფაქტო და რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დაკავება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.