თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დღეს, 9 მაისს, 12:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. კონკრეტულად, თუ ვის დაკითხავენ მხარეები, ეს ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.