ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის წინადადება, ბრექსითის შემდეგ, ევროკავშირთან საბაჟო პარტნიორობის დამყარების თაობაზე.
"თუ თქვენ გექნებათ ახალი საბაჟო პარტნიორობა, ჩვენ მივიღებთ შეშლილ სისტემას და საბოლოოდ თქვენ დააწესებთ ტარიფებს ევროკავშირის სახელით, ბრიტანეთის საზღვარზე“ - ციტირებს Daily Mail-ი ჯონსონის სიტყვებს.
მისი თქმით, თუ ევროკავშირს სურს, შემოიღოს მკაცრი ტარიფები გარკვეულ საქონელზე, რომელსაც ბრიტანეთი აპირებს შემოიტანოს შედარებით დაბალი ტარიფით, "ლონდონი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს".
მინისტრმა დაამატა, რომ მეთოდები რომლებსაც ტერეზა მეი გვთავაზობს, ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაში „კონტროლის დაბრუნებას“ ვერ შეძლებს.
მისივე თქმით, საბაჟო პარტნიორობა ბრიუსელთან, მნიშვნელოვნად გაურთულებს ლონდონს სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.