15 წლის თიკო (თინათინ) ნიკოლაძეს მეორე დღეა ეძებენ.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, არასრულწლოვანი სკოლაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრები ავრცელებენ ტელეფონის ნომერს – 599341424 და სთხოვენ ყველას, ვისაც დაკარგული გოგონას შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოეხმაურონ.
შსს-ს ინფორმაციით, 15 წლის თინათინ ნიკოლაძის გაუჩინარებაზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.