ევროკავშირის ხელისუფლება იმედოვნებს, ითანამშრომლონ სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ, ფაშინიანთან ევროკავშირსა და ერევანს შორის გაფართოებული პარტნიორობის განხორციელების ფარგლებში. ნათქვამია ვროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში.
სამშაბათს, ეროვნულმა საბჭომ სომხეთის პრემიერის თანამდებობაზე აირჩია ფრაქცია „იელქის“ დეპუტატი, ნიკოლ ფაშინიანი.
"ევროკავშირი იმედს გამოთქვამს ნიკოლ ფაშინიანთან და მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის. რათა ხელი შუწყონ გაფართოებულ პარტნიორობას ევროკავშირსა და სომხეთს შორის დემოკრატიის გაძლიერებისთვის. კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ასევე შეიქმნას წარმატებული და ეფექტური ქვეყანა ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ“ - ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.