პრეზიდენტის დავალებით, სდსს-ს მიერ 9 მილიონი ლარის ხარჯვა არამიზნობრივი იყო, განაცხადა ჟურნალისტებთან ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურომა, გიორგი მუჯირმა დღევანდელ პროცესზე აუდიტის სამსახურის მთავარი აუდიტორი დაკითხეს.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა დასაბუთებულია, ხოლო პრეზიდენტის დავალებით, სდსს-ს მიერ 9 მილიონი ლარის ხარჯვა არამიზნობრივია. დაცვის მხარემ დასვა კითხვები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცდებოდა ანგარიშის ფარგლებს, არ იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე რელევანტური, რის გამოც ბრალდების მხარე ხშირად აპროტესტებდა ამ კითხვებს და სასამართლოს მიერაც კმაყოფილდებოდა ეს პროტესტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კითხვები ემსახურება პროცესის გაჭიანურებას. დაცვის მხარის კითხვები მიმართული იყო არა ფაქტებისკენ არამედ რაღაც ვარაუდებისკენ", - აცხადებს მუჯირი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.