9 მაისს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ნახატების გამოფენა თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ მოეწყობა.
ხატვის კონკური, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ თელავის, პანკისის, ონის, ამბროლაურის და ყაზბეგის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საუკეთესო ნახატების ავტორებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეარჩევენ, ხოლო გამარჯვებულებს კი, კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორი დააჯილდოვებს.
საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ოთხი რაიონიდან ჩამოსული 40 მოსწავლე მიიღებს.