გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
უწყებამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოჯახის წევრები ნუგზარ ბარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.