ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, მეთიუ კროენიგმა შექმნა სიტუაციის მოდელი, სადაც რუსეთი იყენებს თავის ბირთვულ პოტენციალს შტატების წინააღმდეგ და აყენებს ორ უდიდეს დარტყმას. იუწყება National Interest.
მეცნიერის აზრით, პირველი თავდასხმა ანადგურებს 131 ამერიკულ ქალაქს და იწვევს ქვეყნის 70 მილიონი მოქალაქის დაიღუპვას. ასეთი შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი შეეწინააღმდეგება აშშ-ს მცდელობას განახორციელოს საპასუხო დარტყმები.
მეორე თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს 28 მილიონი ადამიანის დაღუვა და 12 ქალაქის განადგურება. იმ პირობით, რომ რუსეთის არსენალი ნაწილობრივ ლიკვიდირებული იქნება აშშ-ს მიერ საპასუხო დარტყმების შედეგად.
მოვლენების ასეთი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანა შეინარჩუნებს თავის ბირთვულ პოტენციალს. თუმცა, თუ ვაშინგტონი გაანადგურებს საკუთარ არსენალს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისა, დანაკარგი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მოსკოვს არ მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის.
3 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები მის ბირთვულ იარაღზე. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა მზადყოფნა, გაანადგუროს საკუთარი კონტინენტთაშორისი რაკეტები.