სომხეთის ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდასაჭერად ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.
გუშინ ფაშინიანმა მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, მოსულიყვნენ 8 მაისს, ადგილობრივი დროით - 11.00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე. პარლამენტის სხდომის შემდეგ, რომელზეც შესაძლოა ფაშინიანი აირჩიონ ახალი პრემიერის თანამდებობაზე, ის უნდა გავიდეს მოედანზე და მიმართოს თავის მხარდამჭერებს.
ამ დრიოს მონაცემებით, მოედენზე უკვე ათობით ადამიანია შეკრებილი. მათ სომხეთის ეროვნული დროშები უჭირავთ. სცენაზე რომელიც მოედანზეა დამონტაჟებული, მუსიკოსები რეპეტიციებს გადიან. შეკრებილთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან.
მოედანზე უამრავი მანქანა დგას, რომელზეც ასევე დროშებია დამაგრებული. გამვლელი მანქანები მხარდაჭერის ნიშნად საყვირებს იძლევიან. მოედანთან ახლოს მობილიზებულია სახანძრო მანქანებიც.