8 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღია კარის დღეს უმასპინძლებს.
ღია კარის ფარგლებში უწყებას თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვევიან, რომლებსაც სამინისტროს საქმიანობისა და ქართული დიპლომატიის ისტორიის შესახებ ლექციას წაუკითხავს საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდ ბრიტანეთში კახი ქენქაძე.
ღონისძიების მიზანია სკოლის მოსწავლეებში პროფესია დიპლომატის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისამდე კიდევ არაერთი შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.