აშშ-ში მოზარდი, რომელიც კომაში იმყოფებოდა ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანებით, გონს მაშინ მოვიდა, როდესაც მისმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ორგანოების დონორობის შესახებ თანხმობისთვის ხელი მოეწერათ. იუწყება USA Today.
თხუთმეტი წლის ტრენტონ მაკკინლი, მარტის დასაწყისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოში გადაყვანისას მისი გული ოთხჯერ გაჩერდა. ერთხელ 15 წუთის განმავლობაში.
ექიმებმა მშობლებს აუხსნეს, რომ ასეთი ხანგრძლივი ჟანგბადის შიმშილი ტვინისთვის შეუქცევადი ცვლილებების მიზეზი გახდებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გადარჩენის შემთხვევაშიც არასოდეს მოვიდოდა გონს და სამუდამოდ დარჩებოდა მიერთებული სასუნთქ აპარატზე.
პროგნოზის გათვალისწინებით მშობლები დათანხმდნენ ექიმებს, გამოერთოთ მათი შვილი აპარატიდან და ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, სხვა ავადმყოფი ბავშვებისთვის ორგანოების გადაცემაზე. თუმცა, ერთი დღით ადრე მოზარდმა მოულოდნელად დამოუკიდებლად სუნთქვა და ლაპარაკი დაიწყო. მან უკვე ლოგინიდან ადგომაც შეძლო.