დღეს, 8 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. თუ რომელი მოწმეები დაიკითხებიან, ეს ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.