რუსეთის მინისტრთა კაბინეტის ონფორმაციით, „დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რუსეთის მთავრობის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“.
"რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესახებ" ფედერალური საკონსტიტუციო კანონის 35-ე მუხლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის კვლავ ახლად არჩეულ პრეზიდენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაფორმდება მთავრობის ბრძანებით, თანამდებობის ძალაში შესვლისთანავე.
მთავრობის კაბინეტის ვალდებულებაა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ის სრული შემადგენლობით გადადგეს, რუსეთის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად. როგორც წესი, ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი, მისი მოადგილეები და მინისტრები ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გადადიან "დროებით მოვალეობის შემსრულებელის " სტატუსზე.
ძირითადი კანონის თანახმად, არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში გადადგომის დღიდან, სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის სახელმწიფო დუმას უნდა წარუდგინოს წინადადება, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის შესახებ, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატამ უნდა განიხილოს კვირის განმავლობაში.