სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშანიანი პირობას დებს, რომ თუკი მის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ, ის ხელისუფლებაში ოლიგარქები არ დაუშვებს.
მანამდე, სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ერთ-ერთი უმსხვილესი მეწარმის ხაჩატურ სუკიასიანის დანიშვნის შესახებ.
"მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლებაში არ იქნებიან ოლიგარქები", - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.
ასევე დასძინა, რომ მას არ მიუღია წინადადებებიც კი მინისტრთა კაბინეტში ოლიგარქების მონაწილეობაზე.