ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საჰაერო მიმოსვლის უახლეს სტატისტიკას ასაჯაროებს და კომპანიის ისტორიაში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ახალ რეკორდს ამყარებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში Wizz Air-მა 30 მილიონზე მეტი მგზავრის გადაადგილება უზრუნველყო იმის შედეგად, რომ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროპის მასშტაბით ავიაკომპანიის ოპერაციები 24%-ით გაიზარდა.
Wizz Air-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაფართოება მარტიდან დაიწყო. ავიაკომპანია სულ რაღაც 17 კვირაში ჯამში 700 ყოველკვირეულ რეისს დაამატებს და Wizz Air-ის ევროპის ბაზებზე ეარბასის ტიპის 21 თვითმფრინავი განთავსდება.
მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ავიაკომპანია კომპანია Wizz Air მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს საქართველოში. ქუთაისის ბაზას მეორე Airbus A320 თვითმფრინავი 2018 წლის მაისში დაემატება. ამასთან, მაისშივე ხელმისაწვდომი გახდება ახალი მიმართულებები, რომელთაც მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ: რეისები ქუთაისიდან პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბარსელონაში (ესპანეთი), პარიზში (საფრანგეთი), რომსა (იტალია) და ათენში (საბერძნეთი).
ახალ მიმართულებებთან ერთად, ზოგიერთი ყველაზე პოპულარული სერვისების სიხშირეც გაიზრდება, მათ შორის ფრენები ქუთაისიდან შონეფელდისა და დორტმუნდის მიმართულებით.
მასშტაბური გაფართოების 8 კვირის განმავლობაში Wizz Air-მა ევროპული ქსელის მასშტაბით უკვე დაიწყო 34 ახალი დაბალბიუჯეტიანი რეისი. ასევე ევროპულ ქსელში ხელმისაწვდომი გახდა 3 ახალი მიმართულება, რაც კომპანიის მოღვაწეობის არეალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის: მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დაბალ ფასად იფრინონ საბერძნეთის ათენის, უკრაინის ხარკოვისა და ავსტრიის დედაქალაქი ვენის მიმართულებით. Wizz Air აგრძელებს ინვესტირებას და იმ ქვეყნების საზოგადოების განვითარების მხარდაჭერას, რომელშიც ის მოღვაწეობს. ამისთვის ავიაკომპანია მუდმივად ახორციელებს ბაზრის სტიმულირებას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ევროპის მასშტაბით 4 ბაზაზე: დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და უნგრეთში ახლახანს განთავსებული ეარბასის ტიპის 8 ახალი ავიახომალდის მეშვეობით.
Wizz Air-ის ოპერაციების სწრაფი გაფართოება რეისების მრავალფეროვან არჩევანს და ონლაინ დაჯავშნის მარტივ სისტემას განაპირობებს. ამასთან, ავიაკომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას 140-ზე მეტი საინტერესო მიმართულებით, ევროპაში თუ მის ფარგლებს გარეთ.
Wizz Air მომხმარებელებს მასშტაბური გაფართოების აღნიშვნისკენ და, მრავალი შესანიშნავი პრიზის მოსაპოვებლად, სოციალურ მედიაში #WIZZaroundEurope-ის გამოწერისკენ მოუწოდებს. Wizz Air-ის მომხმარებლებმა 8,000 ევროზე მეტი ღირებულების 15-მდე ვაუჩერი უკვე მოიგეს. იღბლიან გამარჯვებულებს WIZZ ქსელის ფარგლებში მრავალფეროვანი მიმართულებების აღმოჩენის შესაძლებლობა აქვთ.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში გადაყვანილ მგზავრთა რეკორდული რაოდენობით Wizz Air-ის წარმატების ისტორიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. საქმიან შეხვედრებზე თუ დასასვენებლად გადაადგილებულმა 30 მილიონზე მეტმა მგზავრმა Wizz Air-ის ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი ქსელის რეისებით ისარგებლა. ჩვენ კვლავ ვისწრაფვით, რომ ვიყოთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწაფად მზარდი ავიაკომპანია, რომელსაც ყოველწლიურად უფრო ძლიერი და თანმიმდევრული ზრდის პოტენცია აქვს და მომხმარებლებს ნამდვილად ყველაზე დაბალ ფასად მოგზაურობის შესაძლებლობას სთავაზობს. ჩვენ ვცდილობთ, შთაგაგონოთ თქვენ, რომ ჩვენი ევროპული ქსელი აღმოაჩინოთ, Wizz Air-ის ეკიპაჟი კი მუდამ მზად არის, ბორტზე ღიმილით დაგხვდეთ“, - აღნიშნა Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი სორინა რაცი.