„ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
“საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება.