Strategy Analytics-ის ექსპერტებმა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონები დაასახელეს. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი iPhone X იყო. რეიტინგში შემდეგ მოდიან iPhone 8 და iPhone 8 Plus.
როგორც Strategy Analytics-ის ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის პირველ კვარტალში სულ 16 მლნ ერთეული iPhone X გაიყიდა.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სულ 12მ5 მლნ ერთეული iPhone 8 და 8,3 მლნ ერთეული iPhone 8 Plus-ი გაიყიდა.
ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების „ტოპ-6“-ში ასევე მოხვდნენ
iPhone 7, Xiaomi Redmi 5A და Samsung Galaxy S9 Plus.