გლდანში, „გლდანი სითის“ ტერიტორიაზე ორი მამაკაცი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მათ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობა ედებათ ბრალად.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.