პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლონდონის ერთ-ერთი საავადმყოფო დანით დაჭრილი პაციენტების რაოდენობის გამო, ძალიან გავს სამხედრო ჰისპიტალს, სამხედრო მოქმედებებისას, სადაც ყველაფერი სისხლითაა მოსვრილი.
როგორც ბრიტანული გაზეთი The Guardian-ი წერს, ასეთი განცხადება დონალდ ტრამპმა აშშ-ის ეროვნულ მსროლელთა ასოციაციის 147 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
"მე ცოტა ხნის წინ წავიკითხე ინფორმაცია, რომ ლონდონში, სადაც მოქმედებს დაუჯერებლად მკაცრი კანონები იარაღთან დაკავშირებით, ერთ დროს პრესტიჟული საავადმყოფო, ქალაქის ცენტრში, ძალიან გავს ბრძოლის ველს, დანით დაჭრილი პაციენტების რაოდენობის გამო“. ეს განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა როგორც არგუმენტი, ამერიკელების მიერ იარაღის ტარების უფლებასთან დაკავშირებით.
"დიახ, ესეცაა. მათ არ აქვთ იარაღი, მაგრამ მათ აქვთ დანა და ყველა სართული მორწყულია სისხლით. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. თითქოს ეს ჰოსპიტალი პირდაპირ ბრძოლის ველზე დგას“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელი სტატიიდან გამოიყენა ეს ინფორმაცია ან კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებაზე იყო საუბარი. „ლონდონი ადრე არ იყო მიჩვეული ამას. ეხლა უკვე ეჩვევიან. ეს საკმაოდ რთულია“ - დასძინა მან.
სტატისტიკის თანახმად, ინგლისში ცივი იარაღის გამოყენებით დანაშაულთა რიცხვი 22 პროცენტით გაიზარდა. პოლიციამ დააფიქსირა 39.6 ათასი მსგავსი დანაშაული 2017 წელს. წინა წელს მისი რაოდენობა 32.5 ათასს შეადგენდა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ კუთხით სიტუაცია ბრიტანეთის დედაქალაქში, სადაც მკვლელობების რიცხვმა 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტამდე - 44 პროცენტით მოიმატა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
წელს ლონდონში მოკლული 62 ადამიანიდან 36 დანით მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.