პარიზის მთავარმა სასამართლომ, 1 მაისის არეულობის ერთ-ერთი მონაწილე, იარაღის უკანონო ტარებისთვის ათასი ევროთი დააჯარიმა. წერს გაზეთი Parisien.
როგორც გამოცემა განმარტავს, სასამართლო 10 ადამიანის საქმეს იძიებს. ორმა დანაშაული აღიარა და ისინი გაათავისუფლეს. სასამართლოს წინაშე ჯერ მხოლოდ სამი წარსდგა. მათგან ერთ-ერთს, 24 წლის მოქალაქეს სასამართლომ 1000 ევროს ოდენობის ჯარიმა გამოუწერა. პროცესი დანარჩენი შვიდისთვის თვის ბოლოს გაიმართება.
ცნობისთვის, პარიზის 1 მაისის დემონსტრაციას თან ახლდა არეულობა. მსვლელობისას 1200-მდე შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა ადამიანებმა გაანადგურეს მაღაზიების და კაფეების ვიტრინები. გადაწვეს მანქანები და ურნები. პოლიცია რომელიც თავიდან არ ახდენდა რეაგირებას ვანდალურ ფაქტებზე, იძულებული გახდა დემონსტრანტები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის დახმარებით დაეშალა.