მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული სისხლიანი იყო, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა მოწმე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაზეა ბრალდებული. ის ასევე კონფლიქტში მონაწილე იმ ერთ-ერთი მოწმის მამაა, რომელმაც ჩვენება 5-ჯერ შეცვალა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის არის მოწმე,რომელიც კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირის მამაა, რომელმაც ისაუბრა კონფლიქტის შემდგომ თუ რა ვითარებაში ნახა თავისი შვილი ერთ-ერთ ბრალდებულთან ერთად. ხსენებული პიროვნებები თუ სად, როგორ წაიყვანა. მოწმემ ასევე ისაუბრა თუ რა განუცხადა თავისმა შვილმა, ანუ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა და ასევე კონფლიქტში მონაწილე მეორე პირმა, რომელიც ბრალდებულია. რა ვითარებაში მოახდინა კონკრეტული პიროვნების დაჭრა, ისაუბრა ასევე თუ სად დაუვარდა აღნიშნული დანა, ასევე ხსენებულმა მოწმემ დაადასტურა რომ ბრალდებული იყო სისხლიანი და ამ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულისგან მიიღო პასუხი რომ ეს არის იმ ადამიანის სისხლი რომელსაც დანა დანა დაარტყა და რომელიც დაჭრა", - აცხადებს ფხაკაძე.
კითხვაზე თუ რატომ გადამალა თავისი შვილი, როგორც პროკურორი აცხადებს,მოწმემ განაცხადა, რომ ამით კონფლიქტის გამწვავება აიცილა თავიდან.
"მოწმემ დამაჯერებელი პასუხი გასცა როგორც ბრალდების მხარის, ასევე ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებზე. ბავშვები დამალა იმის გამო, რომ კონფლიქტის გაგრძელება არ მომხდარიყო და ასევე მათ მობილური ტელეფონები გაათიშინა, რათა გაურკვევლობა არ მომხდარიყო და მეგობრებისთვის არ დაერეკა. აღნიშნულ კითხვას მოწმემ რამდენჯერმე გასცა პასუხი და მის პასუხში ეჭვის შეტანის ოდენა საფუძველი არ არსებობს.
სწორედ იმის გამო რომ აღნიშნულმა მოწმე მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა პასუხისგებაშია და პატიმრობაში იმყოფება. კონფლიქტში მონაწილეობდა მისი შვილი, ასევე ბრალდებული, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებ, ასევე იყო სხვა პირებიც. მოწმეს რა ინფორმაციაც მიაწოდა მისმა შვილმა და მისი შვილის თანმხლებმა პირმა, რომელიც ბრალდებულია სწორედ ის ინფორმაცია გადმოსცა. მან კითხვები დაუსვა მაგრამ მათგან მეტი ინფორმაცია ვერ მიიღო. შესაბამისად აღნიშნული პიროვნება სასამართლო სხდომაზე გულწრფელად მოვიდა და ის ინფორმაცია განაცხადა რაც გამოძიების სტადიაზეც აქვს მიცემული.
მოწმეს დაესვა კითხვა, როგორც ბრალდების ასევე, დაცვის მხარისგან, კერძოდ, იმის თაობაზე, რაც მისმა შვილმა, მიხეილ კალანდიამ განაცხადა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, თითქოსდა, მისი და მამის მიმართ განხორციელდა პოლიციელების თანამშრომლების მხრიდან გარკვეული სახის ზეწოლა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. კონკრეტულმა მოწმემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასაბუთებულად გამორიცხა და განაცხადა, პოლიციის დაწესებულებაში მის მიმართ, პოლიციელთა მხრიდან და არც სხვა პირების მხრიდან არანაირ ფიზიკურ ზეწოლას, არც მორალურს და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. იგივე დაადასტურა მისი შვილის, მიხეილ კალანდიას დაკითხვასთან დაკავშირებით, რომ არც მის მიმართ არ ყოფილა რაიმე სახის ზეწოლა და ზემოქმედება. კითხვაზე თუ რატომ განაცხადა მისმა შვილმა აღნიშნულის შესახებ, მოწმემ სავარაუდო პასუხი გასცა, ვინაიდან მას კონტაქტი არ აქვს მის შვილთან. სავარაუდოდ განაცხადა, რომ შესაძლებელია მისი მეგობრების პასუხისგების თავიდან აცილების მიზნით განაცხადა ბავშვმა აღნიშნული ინფორმაცია", - განაცხადა ფხაკაძემ.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.