გენერალ სოსო ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-ს ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.