მოდის მორიგი კვირა დუბაიში ჩატარდება. ის გაიმართება შემდეგ კვირას, საკრუიზო გემი „Queen Elizabeth II“-ის ბორტზე, რომელიც სასტუმროდ გადააქციეს.
ბრიტანული ლაინერი, რომელიც უკვე დიდი ხანია დუბაიში დგას, ამ წელს 244 ნომრიან სასტუმროდ გარდაქმნეს. მასში მოთავსებულია რესტორანი, მაღაზიები, კონოთეატრები, კაზინო და გოლფის სათამაშო მოედნი. ამასთან შეუნარჩუნეს ისტორიული ინტერიერი.
ღონისძიება ოთხ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 13 ქვეყნის დიზაინერები მიიღებენ.