ილინოისის შტატის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს საჯარო სკოლებს შეიტანონ ლგბტ ისტორიის კურსი, ანტიდისკრიმინაციული სახელმძღვანელოების გამოყენებით.
კანონპროექტს მხარი სენატის 34-მა წევრმა დაუჭირა, 18-ის წინააღმდეგ.
აპირებენ ეს სიახლე დანერგონ ყველა დაწყებით და საშუალო სკოლებში. ბავშვებს მოუყვებიან ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების წვლილის შესახებ სახელმწიფოსა და მთელი ქვეყნის ისტორიის წინაშე. იუწყება The Associated Press.
კანონპროექტის მხარდამჭერთა განცხადებით, ახალი დისციპლინა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გააღვიძონ თანაგრძნობა და გაგება ლგბტ საზოგადოების მიმართ.
ცნობისთვის, კალიფორნიაში ანალოგიურ პროექტს მხარი გასულ წელს დაუჭირეს.