ინფრასტრუქტურული განვითარების სამუშაოები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფრენის დარბაზში მიმდინარეობს დამატებითი სარეგისტრაციო დახლების მოწყობა.
ასევე ემატება საპასპორტო კონტროლის ჯიხურები, როგორც გაფრენის ისე მოფრენის დარბაზებში.
დასკვნით ფაზაშია აეროდრომზე ავიახომალდების სადგომების გაფართოების სამუშაოებიც, რის შემდეგაც აეროპორტი ერთდროულად 10 სხვადასხვა ტიპის ავიახომლადს მოემსახურება.