თურქული კომპანია Turkish Airlines-ი მზადაა აზერბაიჯანულ ავიაკომპანია AZAL-ს პროფესიული კადრების მომზადებაში დაეხმაროს. ამ დროისათვის AZAL-ი საკუთარი კადრების გადამზადებას თურქეთში ახდენს, რაც კომპანიისთვის მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დუბაიში ავიაკომპანიას თანამშრომლის გადამზადება საათში საშუალოდ 400 დოლარამდე უჯდება, ამას ემატება დუბაიში ცხოვრებისა და კვების ხარჯები, რაც დღეში დამატებით საშუალოდ 150 დოლარია.
„ამიტომ ჩვენ ვეპატიჟებით აზერბაიჯანელ კოლეგებს თანამშრომლობისათვის და ასევე ვთავაზობთ აზერბაიჯანში ერთობლივ ტრენინგებს“, განაცხადა Turkish Airlines-ის სასწავლო ცენტრის კოორდინატორმა.