თურქეთის მთავარი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ, 24 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო დეპუტატი - მუჰარემ ინჯე წარადგინა.
ინეჯე არის საპარლამეტო დეპუტატი. თებერვალში, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ბოლო არჩევნებზე იყო პარტიის მოქმედი ლიდერის, ქემალ კილჩაროღლუს მოწინააღმდეგე.
ერთი დღით ადრე, განვითარებისა და სამართლიანობის მმართველმა პარტიამ, წამოაყენა პრეზიდენტად კანდიდატურის სახით თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება. მისივე თქმით, ეს დაკავშირებულია საპრეზიდენტო სისტემაზე დაჩქარებულად გადასვლის აუცილებლობაზე. თურქეთის პარლამენტმა მოგვიანებით დაამტკიცა შესაბამისი კანონპროექტი.