თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდნარეობს. საქმე ეხება დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. ბრალდების მხარე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
პროლურორები იმ მტკიცებულებებს შეაჯამეენ, რის საფუძველზეც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვენ. ამის შემდეგ კი, დაცვის მხარეს მიეცემა გარკვეული ვადა, რათა სასამართლოს დასკვნითი სიტყვა წარუდგინოს. ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს და შესაბამისად, სავარაუდოდ, რეპლიკების ეტაპის შემდეგ მოსამართლე შორენა გუნცაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად.
ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.