მექსიკაში იდალგოს შტატში, ქალაქ პაკულას მერი ალეხანდრო რამოსი მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მერი თავისი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც მას მოტოციკლის მძღოლმა ესროლა.
სამართლადამცველებმა მსხვილი ოპერაცია წამოიწყეს დამნაშავის დასაკავებლად, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ.
აპრილში ქალაქ ჰილოტლანის მერი მოკლეს, მანამდე კი ქალაქ ტლანეპანტლის მერი ჩაცხრილეს.
2017 წელს მოკლეს ქალაქ პარაჩოს მერი, მანამდე სიცოცხლეს უეუეტლანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოასალმეს.
გასული წლის ივლისში შეირაღებული პირები თავს დაესხნენ ქალაქ პუნგარაბატოს მერის ავტომობილს და ქალაქის თავი მოკლეს. მანამდე კი ქალაქ სან-ხუან-ჩამულას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქალაქის მცხოვრებლებმა მოკლეს, რომლებიც მერიასთან ფინანსური პრობლემების გამო იყვნენ შეკრებილნი.