გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში “გარემოსდაცვთი მმართველის” სასწავლო კურსი დასრულდა.
წარმატებული კურსდამთავრებულებს სერტრიფიკატები გარემოსდავითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გადასცა. სასწავლო კურსი გაირა კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც.
კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სასწავლო პროგრამა შეძლებენ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და განახლებას, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას. სასწავლო პროგრამა „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო 2015 წელს და დღემდე გრძელდება. სულ გადამზადდა-342 კადრი;