ლიტველები დღეიდან საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველებს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ულოცავს.
„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება - ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლიტვურ ენაზე საქართველოს საელჩო (ამჟამად Gruzijos Ambasada) იქნება „საქართველო ამბასადა“ (Sakartvelo Ambasada), ქართველი (ამჟამად Gruzinas) – Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) – kartvelų kalba.