რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩი შვეიცარიის ქალაქ ფრიბურგში სასამართლოს წინაშე წარსდგა, სამართალწარმოების ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წინაშე დავალიანების გამო. წერს გაზეთი Le Temps.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბრალდებულებისგან, რომელთა შორის არიან რუსეთის ბიზნესმენი ევგენი შვიდლერი და კომპანია „გაზპრომი“ ითხოვს 46 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (46,5 მილინი დოლარი) .იუწყება გაზეთი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 90-იანი წლების ბოლოს გასცა კრედიტი რუსული ბანკისთვის "აგრო", რომელმაც თავის მხრივ ასესხა კომპანია "რუნიკომს"-ს, რომელიც ხელს უწყობდა „სიბნეფტს“ ნავთობის გაყიდვაში.
„აგროს“ გაკოტრების შემდეგ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ცდილობს შეაგროვოს ვალი „რუნიკომიდან“. ბანკმა 2005 წელს მიმართა სასამართლოს და პასუხისმგებაში მისცა აბრამოვიჩი, შვიდლერი და „სიბნეფტი“, რომლებიც შემდგომ „გაზპრომმა" "ჩაყლაპა". წერს გაზეთი Le Temps.