1979 წლის 4 მაისს ინგლისის ისტორიაში პირველად არჩეულ იქნა პირველი ქალი პრემიერმინისტრი, "რკინის ლედად" წოდებული მარგარეტ ტეტჩერი. იგი თემთა პალატაში ჯერ კიდევ 1959 წელს შევიდა, სადაც გამოირჩეოდა მკაცრი და ოპოზიციური გამოსვლებით და ასე გაითქვა სახელი. 1970 წელს იგი განათლების მინისტრი გახდა, ხოლო 9 წლის შემდეგ, როცა კალაგანის კაბინეტი გადადგა, ტეტჩერი კონსერვატიული პარტიიდან პრემიერმინისტრი გახდა. ამ დროს ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულების გამო ომი მოუხდა არგენტინასთან და ინგლისმა გაიმარჯვა, ტეტჩერი ძალზედ პოპულარული გახდა. ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ გაიმარჯვა არჩევნებში და პრემიერის თანამდებობაზე 11 წლის განმავლობაში, ე.ი. 1990 წლამდე დარჩა. ქ-მ მარგარეტს ბარონესას ტიტული მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრიც გახდა