სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფრაქცია რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი დეპუტატები მხარს დაუჭერენ „ხალხის კანდიდატს“ პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა გამართა სომხეთის მმართველი რესპუბლიკური საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელობასთან, რომელმაც მისი სიტყვებით დაადასტურა, რომ ფრაქცია მხარს დაუჭერს 8 მაისს არჩევნებში ხალხის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას პრემიერის პოსტზე.
"დღეს შევხვდი ვაგრამ ბაგდასარიანს, რომელმაც დამიდასტურა, რომ ფრაქცია რესპუბლიკური პარტია მხარს დაუჭერს პრემიერ- მინისტრის არჩევნებზე ხალხის მიერ წამოყენებულ კანდიდატს. ასეთი განცხადება ადრეც იყო სახალხოდ გაკეთებული, თუმცა პირადი შეხვედრისას მან ეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა“ - განაცხადა ფაშინიანმა.