მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ ხელშეკრულების პირობები განიხილეს, რომელიც კომპანია “m2”-სა და “ცენტრ პოინტს” შორის გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. დაახლოებით 4 000 ოჯახი ბინებით 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.