ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სურს შეხვდეს რუსეთის, ევროკავშირის, ირანის და საქართველოს ელჩებს.
მანამდე ფაშინიანის მომხრეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ქუჩების, ხიდების და გზების ბლოკირება. კანონის თანახმად ერთი კვირის შემდეგ პარლამენტი კვლავ დანიშნავს პრემიერის არჩევნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო იქნება ავტომატურად დაშლილი.
"ჩვენ ვგეგმავთ, რუსეთის, ევროკავშირის, საქართევლოს და ირანის ელჩებთან, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას და საკითხის განხილვას. გვინდა განვიხილოთ მათთან ერთად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია“ - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.
როგორც ფაშინიანმა ქვეყნის ეროვნული საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, მისი არჩევის შემთხვევაშო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, სომხეთის საგარეო პოლიტიკა შეინარჩუნებს თავის მიმართულებას.