Wizz Air დიდ ბრიტანეთს - (Wizz Air UK Limited/Wizz Air UK), ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საავიაციო ჯგუფი Wizz Air-ის შვილობილ კომპანიას, დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო საავიაციო უწყების მიერ ოპერაციის სერტიფიკატი და ლიცენზია მიენიჭა.
Wizz Air UK, რომლის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტშია განთავსებული, ოპერაციებს 3 მაისს იწყებს, პირველი რეისებით ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ბუქარესტში. Wizz Air UK 2018 წლის ბოლოსთვის უზრუნველყოფილი იქნება A320 და A321 ტიპის 8 თანამედროვე ავიახომალდით. აღნიშნული ინვესტიციის ღირებულება 860 მილიონ დოლარს შეადგენს. ლონდონის ლუტონის აეროპორტში მიმდინარე სიახლე Wizz Air UK-ის მენეჯმენტის ჯგუფის, პილოტებისა და საბორტო ეკიპაჟის 300 პირდაპირი სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.
Wizz Air UK-ის ამოქმედებით, 2018 წელს ლონდონიდან ან ლონდონში გასახორციებელ დაბალბიუჯეტიან რეისებზე საავიაციო ჯგუფი ჯამში 9 მილიონ ადგილს უზრუნველყოფს. აღნიშნული წელიწადში 14%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
Wizz Air ამჟამად დიდ ბრიტანეთში მოქმედი სიდიდით მერვე საავიაციო ჯგუფია - ბრიტანეთის 9 აეროპორტიდან ხელმისაწვდომია 74 მიმართულება 23 ქვეყნის მასშტაბით; აღნიშნულში მოიაზრება 8 ახალი რეისი ლონდონიდან ლარნაკას, ტირანას, ტალინის, ბრატისლავას, ლვოვის, ათენის, კეფლავიკისა და ბარის მიმართულებით. ამ ფრენებით სარგებლობა სულ რაღაც 13,99 ფუნტად არის ხელმისაწვდომი და მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ wizzair.com-ზე.
„დღეს ჩვენ დიდი ბრიტანეთის საჰაერო მგზავრობის ახალი ეტაპის დაბადების მომსწრენი ვართ, რადგან Wizz Air UK-თვის ოპერაციის ლიცენზიის მინიჭებას აღვნიშნავთ. გარდა იმისა, რომ Wizz Air UK ჩვენი Brexit კონტიგენტის გეგმის ნაწილია, ეს არის პირველი ულტრა-დაბალბიუჯეტიანი ლიცენზირებული ავიაგადამზიდავი დიდ ბრიტანეთში. Wizz Air UK არის მორიგი ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის ბიზნესის გავითარებისთვის, რომელიც ევროპის სამოგზაურო მარკეტზე მეტ შესაძლებლობებს ქმნის და ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. Wizz Air-ის პირველი ფრენა ლონდონში 2004 წელს განხორციელდა. მას შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას, ინვესტირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ავიაგადამზიდავებს შორის სიდიდით მერვე პოზიციის მიღწევა შევძელით. Wizz Air-ის გუნდის ყველა წევრი ბედნიერია, რომ ამჟამად ჩვენ ოპერაციებს Wizz Air UK-ის სახელით ვიწყებთ, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო დაბალი ფასების შექმნას და ახალი შესანიშნავი მიმართულებების აღმოჩენის შესაძლებლობას შექმნის“, განაცხადა Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ.