საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს, 24 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხმის მიცემა 17 ივნისს შეეძლებათ. როგორც თურქული მედია წერს, ქვეყნების მიხედვით, ხმის მიცემა საზღვარგარეთის ქვეყნებში 19 ივნისამდე გასტანს.
უკვე ცნობილია, რომ 60 ქვეყნის 123 წარმომადგენლობაში თურქებს ხმის მიცემის უფლება 19 ივნისამდე შეეძლებათ. ქვეყნების მიხედვით, ხმის მიცემის თარიღები ასეთია:
გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი: 7-19 ივნისი
აშშ, ავსტრალია, ლუქსემბურგი: 9-17 ივნისი
დანია: 9-19 ივნისი
ნორვეგია: 14-19 ივნისი
იტალია, თურქმენეთი: 15-17 ივნისი
ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია: 15-19 ივნისი
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, კანადა, ბულგარეთი: 16-18 ივნისი
გაერთიანებული სამეფო: 16-19 ივნისი
ჩინეთი, რუსეთი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალჟირი, ფინეთი, შვედეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, სუდანი: 16-17 ივნისი
აზერბაიჯანი, ალბანეთი, ირანი, ერაყი, ირლანდია, ესპანეთი, ეგვიპტე, მალტა, უზბეკეთი, სერბეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საქართველო, იაპონია, კოსოვო, ქუვეითი, მოლდოვა, სინგაპური, ტაილანდი: 17 ივნისი
საზღვარგარეთის ქვეყნებში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ბიულეტენები თურქეთში თვითმფრინავით ან კიდევ დიპლომატიური კურიერით იქნება ჩამოტანილი. საზღვარგარეთის ქვეყნების ხმები 24 ივნისს თურქეთში ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დაითვლება.