ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტკური ინფორმაციით, აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 16.8%-ით გაიზარდა.
აპრილში საქართველოს 596,703საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 85,960-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8%)-ია.
აპრილში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 278,032შეადგინა, რაც 55,476-ით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
2018 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+43.4%),თურქეთიდან (+29.2%), სომხეთიდან (-6.9%), და ირანიდან (+98.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილის თვეში გამოირჩეოდნენ:ესტონეთი +83%, ლატვია +82.6%, პოლონეთი +37.3%, გაერთიანებული სამეფო +33.6%, ნიდერლანდები +29.1% და საფრანგეთი +24.7%.განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +98.5%, ქუვეითი +80.9%, ჩინეთი +62%, რუსეთი +43.4%, ისრაელი +28%.