იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის ავიასაწვავი 75 დოლარი ღირს, შესაძლოა მალე რამდენიმე ავიაგადამზიდავი კრახის წინაშე აღმოჩნდეს.
აღნიშნული მოსაზრება ევროპის უმსხვილესი „ლოუ-კოსტერის“ Ryanair-ის მარკეტინგის დირექტორმა კენი ჯეიკობსმა გამოთქვა.
ჯეოკობსს კონკრეტული ავიაკომპანიები არ დაუსახელებია, თუმცა დასძინა, რომ Ryanair ასეთი კომპანიების შესყიდვის საქმეში ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება, როგორც ეს მოხდა Air Berlin-ის შემთხვევაში.
Ryanair-ის მარკეტინგის დირექტორის თქმით, ავიაკომპანია დაინტერესებულია ესპანეთის, პორტუგალიის, თურქეთის, საბერძნეთის, სკანდინავიისა და ისრაელის ბაზრებით.